განცხადება · 149 ნახვა
იუთუბერ გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეზე
„საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისაგან შედგება, აზარტული თამაშების რეკლამირება-პოპულარიზაციას ახდენენ, ასეთი ხალხი ,,ფსკერს ქვემოთ” სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. არც ის არის გასაკვირი, რომ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ“
კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად ,,სასარგებლო” და “საამაყო” აქვთ – საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის – აზარტული თამაშების რეკლამირება -პოპულარიზაციას ახდენენ, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, იუთუბერ გიორგი კალატოზსა და მის მეწყვილე ტატო ბაციკაძეზე.
მისი შეფასებით, ასეთი ხალხი ,,ფსკერს ქვემოთ” საკუთარი თავის მაგივრად სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. ხუბუასთვის ისიც არ არის გასაკვირი, რომ ბაციკაძე და კალატოზი, რომლებიც მანამდე “რუსთაველის გადამბუგავ მოძალადე აკაცუკებს” უჭერდნენ მხარს, ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“იუთუბერი ტატო ბაციკაძე ტელეკომპანია ,,იმედის” შესახებ წერს – ფსკერს ქვემოთ ხართო… მიზეზი? ,,იმედმა” ქარდზე განათავსა ბაციკაძის მეწყვილისა და მეგობრის, იუთუბერ გიორგი კალატოზის ფრაზა, რომლითაც იგი ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებელ ნაცჟურნალისტთა ტრიოს (კლდიაშვილს, ჩოკორაიას და ერაძეს) სოლიდარობას უცხადებს და ნაწილობრივ ეთანხმება კიდეც.
კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად ,,სასარგებლო” და “საამაყო” აქვთ – საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის – აზარტული თამაშების რეკლამირება -პოპულარიზაციას ახდენენ.
ჰოდა, ასეთი ხალხი ,,ფსკერს ქვემოთ” საკუთარი თავის მაგივრად სხვას რომ დაინახავს, ცოტა არ იყოს, უხერხულია.
შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ ბაციკაძე-კალატოზის დუეტი, რომელიც მანამდე ,,მოლოტოვის კოქტეილების” მსროლელ, რუსთაველის გადამბუგავ მოძალადე აკაცუკებს გულშემატკივრობდა და ესარჩლებოდა, ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავს.” – წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.
ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
- ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
- ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
- ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“
