საიდან მოიტანეთ რომ გადადგომას, ან სადმე წასვლას ვაპირებ?! – გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა პასუხად კითხვაზე- დაიკავებს თუ არა გენერალური პროკურორის თანამდებობას კახა მურადაშვილი.
“თუკი გენერალური პროკურორი არ ასრულებს თავის მოვალეობას, სხვადასხვა მიზეზის გამო, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. თუ ამას გულისხმობთ, ეს ასეა და გადადგომას არ ვაპირებ ნამდვილად. ეგრე არ არის, ვერავინ დაიკავებს პოსტს. მაგას სჭირდება საბჭოს სხდომა, მერე პარლამენტის მხარდაჭერა.
საიდან მოიტანეთ რომ გადადგომას ვაპირებ, ან სადმე წასვლას, ან სადმე გადასვლას?! მე მანამდეც მყავდა პირველი მოადგილე. თუკი მე არ ვიქნები გენერალური პროკურორი, მანამ სანამ ახალი გენერალური პროკურორი აირჩევა, მანამდე პირველი მოადგილე ასრულებს მოვალეობას“, – განაცხადა გვარაკიძემ.











