პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პროგრესის პოზიტიურად შეფასება და ამავე დროს ევროსაბჭოს რეზოლუციაში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბარი ერთმანეთთან შეუთავსებელია.
დეპუტატის თქმით, სწორედ ასეთი წინააღმდეგობრივი მიდგომების გამო საზოგადოებაში აღარ არსებობს ნდობა საქართველოსთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის განცხადებებისა და ქმედებების მიმართ.
„როგორ შეიძლება, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად აფასებდნენ საქართველოს წინსვლას და ამავე დროს ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ რეზოლუციაში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობდნენ? ეს ყველაფერი ერთმანეთთან თავსებადი არ არის და სწორედ ამიტომ აღარ სჯერა არავის ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა თუ ქმედებების“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.











