ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ16:12
სოზარ სუბარი

განცხადება · 106 ნახვა

გენერალურ პროკურორს

„რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?“

პარლამენტში, გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წესით ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესის გაჭიანურებაზე ისაუბრა და პროკურორს დამატებითი ყურადღებისკენ მოუწოდა.

“ჩემი კითხვა შეეხება “საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლების რეჟიმისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის” საქმიანობის შედეგს. კომისიის ფარგლებში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს პროკურატურასთან, ისევე როგორც სხვა უწყებებთან. კომისიის მოსმენებმა გააცოცხლა ბევრი ადამიანის ტკივილი და კიდევ ერთხელ გვაჩვენა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე, თუ როგორ არაადამიანურად ექცეოდა ის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ამ ადამიანების უფლებების აღდგენა, სამწუხაროდ, კიდევ შორსაა. ბევრი მათგანი დღემდე ეძებს სამართალს და ხშირ შემთხვევაში მათ რჩებათ განცდა, რომ როცა პროკურატურაში მიდიან, მათი პრობლემები სათანადოდ არ მიაქვთ გულთან (ვგულისხმობ კომისიაზე დაკითხულ ადამიანებს).

მესმის, რომ ზოგჯერ შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ამ მრავალჭირგადატანილი ადამიანების განცდები, ამიტომ აქ არ დავასახელებ არც კონკრეტულ მომჩივანებს და არც კონკრეტულ პროკურორებს, უბრალოდ მინდა ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ამ ადამიანების მიმართ და მეტი გაკეთდეს მათი უფლებების აღდგენისთვის. ერთ საქმეს დავასახელებ მაგალითისთვის და არა კონკრეტული რეაგირებისთვის – საუბარია ყინწვისის საქმეზე, ყველამ კარგად იცით ეს საქმე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა შეთითხნილი ბრალდებები წარუდგინა და უსასტიკესად აწამა. გასაოცარია, სიკვდილს როგორ გადაურჩნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ აწამეს და მოახდევინეს უკანონო პატიმრობა, არამედ წაართვეს ქონებები. დღეს მათი საქმეები არის სასამართლოში და ითხოვენ მინიმალურ დონეზე მატერიალურ ანაზღაურებას. პროკურატურა ამ საქმეში ჩართულია, თუმცა, ჩემი აზრით, პროკურატურა ამ და სხვა მსგავს პროცესებზე დაზარალებულის ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს და მოპასუხე უნდა იყოს რომელიმე სხვა უწყება, მაგალითად ეკონომიკის ან ფინანსთა სამინისტრო.

ასეთი საქმეები, სამწუხაროდ, თვეობით ჭიანურდება, არ უჩანს დასასრული და ასეთი უფლებადარღვეული ბევრია. ჩემი თხოვნაც და მოწოდებაც არის, რომ თქვენმა უწყებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ და სხვა მსგავს საკითხებს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა. დეპუტატის კითხვებზე საპასუხოდ გენერალურმა პროკურორმა გიორი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სწორედ პროკურატურის ინიციატივით ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების განაჩენები გადაისინჯა და გამამართლებელი განაჩენები დადგა. მისი თქმით, ამჟამად ისინი სამოქალაქო წესით ითხოვენ ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებას და პროკურატურა, კანონით ვალდებულია ამ პროცესში სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენდეს.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
  2. სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
  3. სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
  4. სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“