საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ სიტყვით გამოსვლა დაასრულა.
შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“. ამ განცხადების შემდეგ ტრიბუნიდან ჩამოვიდა და სწორედ ამის შემდეეგ დაიწყო დაპირისპირება.
Facebook Comments Box











