განცხადება · 118 ნახვა
„პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ქვეყნის ოკუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება – მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს“
„გლობალური ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილები არის ხმა, რომელიც მსოფლიოს ეუბნება, რომ სახელმწიფოსა და ხალხის პოზიცია ურყევია ოკუპაციის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულებაში, ერთიანია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაში და ამას აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების აუცილებელ რესურსად განიხილავს“, – ამის შესახებ, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ქვეყნის ოკუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება, მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს და არ უნდა მოხდეს მათი ინტერესების გამო მცირე სახელმწიფოთა ინტერესების გადაფარვა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„გლობალური ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილები არის ხმა, რომელიც მსოფლიოს ეუბნება, რომ სახელმწიფოსა და ხალხის პოზიცია ურყევია ოკუპაციის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულებაში, ერთიანია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაში და ამას აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების აუცილებელ რესურსად განიხილავს. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უცვლელია ქართული სახელმწიფოს მიდგომა ისეთი პრინციპული საკითხების მიმართ, როგორიც არის თანასწორუფლებიანი და პარტნიორული ურთიერთობები ქვეყნებს შორის, როცა პატარა სახელმწიფოთა ინტერესების გადაფარვა არ ხდება დიდი სახელმწიფოების მხრიდან. ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიმართ ჩვენი მთავარი იარაღი არის არა ომი, არამედ გონივრული პოლიტიკა და მშვიდობიანი დიალოგი. ეკონომიკას განვიხილავთ როგორც კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობების ხიდს ჩვენსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ შორის. ამრიგად, ქართული სახელმწიფოს გზავნილი უცვლელია: საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას და ირჩევს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. ეკონომიკური პროგრესი შერიგებისა და ერთიანობის შესაძლებლობების რესურსს ზრდის და, იმედია, ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გამოყენება შერჩევითი ფორმით არ მოხდება. მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს და არ უნდა მოხდეს მათი ინტერესების გამო მცირე სახელმწიფოთა ინტერესების გადაფარვა“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამთა მეგრელიშვილი„ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი“
- თამთა მეგრელიშვილი„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“
- თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
- თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“
