პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: “ნაცმოძრაობას” სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა

“ნაცმოძრაობას” ზოგადად, სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ჩატარებულ პერფორმანსზე საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის თქმით, წითლიძეს შეუძლია “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ისეთი წარმომადგენლების სახელბთან ჩაატაროს აქციები, როგორებიც მეგის ქარდავა და ძმები ახალაიები არიან.

“ყველას გავახსენებ მის [ბიძინა ივანიშვილის] სიტყვებს, რომ ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ, უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებსო.
ქალბატონ ანი წითლიძეს, ჩვეულებრივ ნაც.პროპაგანდისტს, შეუძლია, რომ წავიდეს და მეგის ქარდავას, ბაჩო ახალაიას, დათა ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები – სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან. როგორც სჩვევია სვავს, რომ სხვისი სისხლით პირადი სურვილები დააკმაყოფილოს, ასეთ ვითარებაშია ახლა “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომელიც დაემსგავსა პოლიტიკურ სვავს,” – აღნიშნა გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა