პოლიტიკა

ვიკა ფილფანი- დაგვენანა ლაშა ტალახაძე ამ სიბინძურისთვის და ვუთხარი

“ტალახაძემ და პეტრიაშვილმა პარლამენტში პირველად იპოვეს თავისი ფუნქცია“ -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ვიკა ფილფანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სპორტსმენების მხრიდან ამ ჩხუბში ჩარევა ძალიან სამწუხარო იყო.

„ქუჩური ჩხუბი ალბათ ყველას უნახავს, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც 50 კაცთან ერთად ერთ ადამიანს ურტყამს, ასეთი რამ საქართველოს არ უნახავს. მე ვუთხარი ლაშა ტალახაძეს- „ლაშა, თქვენ ხართ ოლიმპიური ჩემპიონი და არ ჩაერიოთ ამ ყველაფერში“.

სიმართლე გითრათ, დაგვენანა ლაშა ტალახაძე ამ სიბინძურისთვის, მაგრამ მას დავალება ჰქონდა მიღებული და გააგრძელა ..“,-განაცხადა ვიკა ფილფანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა