ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი8°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ21:23
ჯაბა ხუბუა

განცხადება · 147 ნახვა

„ფონ დერ ლაიენი აღფრთოვანებას ვერ მალავს უნგრეთის დედაქალაქში გამართული ლგბტ პრაიდის გამო – ევროპა, რომელიც ლგბტ პრაიდებით ამაყობს, საქართველოსთვის ვერასოდეს იქნება მისაღები და მისაბაძი“

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ბუდაპეშტში გამართულ პრაიდის მსვლელობასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას აფასებს.

მისი განცხადებით, საქართველოს სჭირდება ევროპა, თუმცა, ფონ დერ ლაიენებისა და კუბილისუების ევროპა, რომელიც ლგბტ პრაიდებით ამაყობს, საქართველოსთვის ვერასოდეს იქნება მისაღები და მისაბაძი.

“ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღფრთოვანებას ვერ მალავს და ბედნიერი და ამაყია უნგრეთის დედაქალაქში გამართული ლგბტ პრაიდის გამო… დღეს მთელი ევროპა ამაყია, რომ ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას მივაღწიეთო,-აცხადებს ქალბატონი ურსულა, რომლის ხელმძღვანელობის პირობებში ევროკავშირი ისე დასუსტდა და პოლიტიკურად დაჩაჩანაკდა, რომ დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები ,,ბალი ათი შაურს” აღარ ეკითხებიან. საქართველოს სჭირდება ევროპა, რომელიც ამაყობს დანტეთი, შექსპირით, გოეთეთი, ბახით, ბეთჰოვენით, ფელინით, რემბრანდტით და გაუდით, მაგრამ ფონ დერ ლაიენებისა და კუბილისუების ევროპა, რომელიც ლგბტ პრაიდებით ამაყობს, საქართველოსთვის ვერასოდეს იქნება მისაღები და მისაბაძი,” – წერს ხუბუა X-ზე.

ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
  2. ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
  3. ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
  4. ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“