ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი9°C
  • გორი5°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ30 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ14:32
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 137 ნახვა

„აგენტურასთან კითხვა მაქვს – ნატოში და ევროკავშირში შესასვლელად საქართველოს რომელიმე ქვეყანასთან შეერთების გეგმა ხომ არ აქვთ? მაინც ყველაფერზე თანახმა არიან – ცალ ფეხზე დგომაზე, გეი-აღლუმების გამართვაზე და ა.შ“

„ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, როცა ერთ ქვეყანას ეუბნებიან შეუერთდეს მეორეს და გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოლდოვას მზადყოფნაზე შეუერთდეს რუმინეთს იმის გამო, რომ ორივე სახელმწიფოს ხალხები ერთ ენაზე საუბრობენ.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლდოვად რუმინეთთან გაერთიანების მზადყოფნა ევრობიუროჯრატების მითითებების შესრულებაზე მიუთითებს. ხოლო, არგუმენტად ენობრივი მსგავსების მოყვანა, მისი თქმით, აბსურდული საკითხია.

„ამ ლოგიკით, უკრაინა და რუსეთიც თითქმის ერთ ენაზე საუბრობენ. სლავური წარმოშობის ენები ბევრ სახელმწიფოშია და მაშინ რატომაა პრობლემები? ეს გამართლება, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატია მოქმედებს პრინციპით – ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია, ცუდ საქმეს აკეთებს, მაგრამ მაინც ჩვენი წარმომადგენელია. და თუ რამე დააშავა, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ნორმა – ჩემ შვილს ხომ არ მოვაჭრი თავს. ეს არის მოცემულობა. ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, როცა ერთ ქვეყანას ეუბნებიან შეუერთდეს მეორეს და გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი. მე ცოტა ხნის წინ ჩვენთან მოქმედ აგენტურასაც დავუსვი კითხვა, ხომ არ აქვთ გეგმა საქართველო შეუერთდეს რომელიმე ქვეყანას, რადგან ყველაფერზე – ცალ ფეხზე დგომაზე, გეი-აღლუმების გამართვაზე და სხვა ყველაფერზე არიან თანახმა. იქნებ მათაც აქვთ ასეთი გეგმა და ამით მარტივად შევალთ ნატოში და ევროკავშირში. მათი ლოგიკით, უნდა მივბაძოთ მოლდოვას. მოლდოვამ ეს გამოსავალი ნახა. თუ უწუნებენ ამ გეგმას თქვან, რომ არაა სწორი და თუ იწონებენ, მაშინ გვითხრან – ხომ არ უნდა შევუერთდეთ რომელიმე ქვეყანას, რათა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გავხდეთ?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“