ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი9°C
  • გორი5°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ30 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ14:30
გურამ მაჭარაშვილი

განცხადება · 89 ნახვა

საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

„რაც უფრო სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველო, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, მით უფრო ძლიერდება და მეტი შესაძლებლობა უჩნდება, გაუძლოს უცხოეთიდან მომდინარე პოლიტიკურ ზეწოლას“

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან, თანამშრომლობის გაღრმავება.

მისი თქმით, სტრატეგიული შეთანხმებები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სუვერენიტეტის გაძლიერებასა და პოლიტიკური მდგრადობის განმტკიცებას.

„დღეს სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა შუა აზიაში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან ყაზახეთთან. ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ შუა დერეფანში და, ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ბევრ სახელმწიფოსთან გვქონდეს ურთიერთობები. იქნება ეს შუა აზიის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები თუ ჩინეთი – ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის სტრატეგიული ხელშეკრულებები უნდა გავაფორმოთ. რატომ? იმიტომ, რომ ასე უკეთ დავიცავთ სუვერენიტეტს. სწორედ ამიტომ დაიწყო ანტიპიარი სტრატეგიული ხელშეკრულებების წინააღმდეგ – იციან, რომ რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გაქვს სტრატეგიული შეთანხმება, ეს ავტომატურად პოლიტიკური გავლენის ზრდასაც ნიშნავს.

ქვეყნები, რომლებსაც საქართველოსთან სტრატეგიული ხელშეკრულებები აქვთ და ეკონომიკურ ჯაჭვში მონაწილეობენ, პირდაპირ არიან დაინტერესებული, საქართველოში მშვიდობა იყოს და საქართველოზე სხვა სახელმწიფოების გავლენა შემცირდეს. ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან, ამიტომაც გამოდიან ხოლმე წყობიდან, როდესაც მნიშვნელოვან ქვეყანასთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას ვაფორმებთ. ამის მაგალითია ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმება. ამის შემდეგ ევროპული ქვეყნების ლიდერებიც შეხვდნენ სი ძინპინს, შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტიც ჩავიდა და ასე შემდეგ. იგივე ეხება შუა აზიის ქვეყნებს. თქვენ გგონიათ, ევროპის ქვეყნებს შუა აზიის სახელმწიფოებთან ხელშეკრულებები არ აქვთ? აქვთ როგორც სტრატეგიული თანამშრომლობა, ისე სავაჭრო ბრუნვა, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს, რადგან რამდენადაც საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, იმდენად ძლიერდება და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, გაუძლოს უცხოეთიდან მომდინარე პოლიტიკურ ზეწოლას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
  2. გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
  3. გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
  4. გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“