განცხადება · 89 ნახვა
„რა საოცრად დაემთხვა პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული, თანაც, ნაკრები ისევე უსახურად გავარდა, როგორი უსახური და სამარცხვინოც იყო გერმანიის ელჩის საქმიანობა, და კიდევ, რიცხვი 41 რამდენადაც ნავსიანი იყო ფიშერისათვის, ასეთივე აღმოჩნდა გერმანიისთვისაც, რადგან მისი დამმარცხებელი პარგვაი FIFA-ს რეიტინგში 41-ე ადგილზეა“
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული ფიშერის დიპლომატიური მისიის დასასრულს სიმბოლურად დაემთხვა. მისივე თქმით, გერმანიის ნაკრებმა ჩემპიონატზე ისევე უსახურად დაასრულა ასპარეზობა, როგორც ფიშერმა საქართველოში, ამასთან, როგორც ელჩისთვის, ისე ნაკრებისთვის, რიცხვი 41 ნავსიანი აღმოჩნდა.
“რა საოცრად დაემთხვა დროში ერთმანეთს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული. თანაც, გერმანიის ნაკრები მუნდიალის 1/16 ფინალიდან ისევე უგერგილოდ და უსახურად გავარდა, როგორი უსახური და სამარცხვინოც იყო საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. და კიდევ, რიცხვი 41 რამდენადაც ნავსიანი და უსიამოვნო იყო გერმანიის ელჩ ფიშერისათვის, ასეთივე აღმოჩნდა გერმანიის ნაკრებისთვისაც, რადგან მისი დამმარცხებელი პარგვაის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს,” – წერს ხუბუა X-ზე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
- ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
- ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
- ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“
