განცხადება · 127 ნახვა
„ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სიმბოლო – ირინა ენუქიძეა, ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული“
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის ,,პოლიტიკური პატიმარი”, ,,სინდისის პატიმარი”, ,,რეჟიმის მსხვერპლი” – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
ხუბუას განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმთან მებრძოლი ხალხისთვის სამართლიანობისთვის მებრძოლი ქართველი დედის სახე – ირინა ენუქიძეა, ქალის ეს სახე კი „ნაცმოძრაობამ“ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის დედის, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, მარიზი კობახიძის, დონემდე დაიყვანა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის ,,პოლიტიკური პატიმარი”, ,,სინდისის პატიმარი”, ,,რეჟიმის მსხვერპლი” და ა.შ. დიახ, ძალადობრივი პროტესტისა და ანტიკონსტიტუციური დემონსტრაციების მონაწილეთათვის, პრეზიდენტის სასახლეს ფიზიკურად რომ დაესხნენ თავს, რუსთაველის გამზირი პეტარდებით გადაბუგეს და სამართალდამცველებს ,,მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს, ,,პოლიტიკური პატიმრებისა” თუ ,,სინდისის პატიმრების” დარქმევა ამ პოლიტიკურად წმიდათაწმიდა ცნებების გააბახებაა. თუმცა, ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული. ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის, ღირსებითა და მაღალი შეგნებით შემკული მამაცი წართველი ქალის სახე-სიმბოლოს ირინა ენუქიძე წარმოადგენს, აკაცუკურ-სექტანტური მოძრაობის კაბადონზე კი იგივე სიმბოლოდ მარიზი კობახიძის ვარსკვლავი ანთილიყო. როგორც იტყვიან, იგრძენით განსხვავება!“- წერს ხუბუა.
ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
- ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
- ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
- ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“
