განცხადება · 90 ნახვა
„ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლისძრღვო პროვოკატორი გახლავთ, იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა. ცხადია, ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა“
ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლისძრღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა,- წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.
ხუბუას განცხადებით, ვარდენ მაჭავარიანის განცხადება მიზანმიმართულია რუსოფობიის გაძლიერებისკენ და საზოგადოების ეროვნული გრძნობებით თამაშს ემსახურება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლისძრღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა. ცხადია, ვარდენის ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა, ამისგან გამომდინარე მოსალოდნელ შედეგებზე გათვლით – იქნებ შეურაცხყოფილი ქართველები თბილისის ქუჩებში რუსი ეროვნების ადამიანებს დაერიონ… თუმცა, ოფიციალური გამოძიებით დადგინდა, რომ ტაძართან მომშარდავი რუსი კი არა, კაია კალასისა და მარგუს ცაჰკნას თანამემამულე – ესტონელი ყოფილა! ესე იგი, კალასი და ცაჰკნა ცდილობენ, ქართულ სახელმწიფოსა და მის სუვერენიტეტს პოლიტიკურად მიაშარდონ, მათი თანამემამულე ესტონელი კი ქართულ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს ფიზიკურად აშარდავს. ჰოდა, რა ვქნათ ახლა, დოქსოპულო ვარდენ?! ესტონოფობიით დავკავდეთ და საქართველოში სადაც კი ესტონელი შეგვხვდება, ვაგინოთ, ვაფურთხოთ და სახე მივუნგრიოთ?! რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, რადგან, მადლობა ღმერთს, ქართველები, ვარდენისებრთაგან განსხვავებით, საღად აზროვნებენ! ასე რომ, მოფაშისტო რუსოფობო ვარდენ, პროვოკატორობას თავი დაანებე და მოიკითხე შენი მამა – შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის საგადასახადო შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი.”- წერს ხუბუა X-ზე.
ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
- ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
- ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
- ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“
