ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ19 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ11:18
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 106 ნახვა

„აჭარა თაიმსზე”

„მხოლოდ ავამყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის“

მხოლოდ ძალიან ავამყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება „აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ პიროვნებაზე გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას – საქართველოს კანონმდებლობა ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს, რაც, მისივე თქმით, „სადეზინფორმაციო ორღობეში მოქმედ” მედიებს შეახსენებს, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის გავრცელების თავისუფლებას.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ჩემი “ადვოკატობა” არანაირად არ სჭირდებათ. უბრალოდ, ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რომ ნებისმიერს შეგვიძლია საკუთარი ღირსების და პატივის დაცვა, ამავდროულად ცილისმწამებელთა დასჯა – ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. რათა შემდგომში სადეზინფორმაციი ორღობეში მოქმედმა ე.წ. “მედიებმა” – იაფფასიანი რეკლამა, ძვირადღირებულ ფუფუნებაში გადააქციონ.

თუ თქვენზე გავრცელებული გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას – საქართველოს კანონმდებლობა ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლი და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი დაზარალებულს აძლევს უფლებას მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

პირველი ნაბიჯია მტკიცებულებების დაუყოვნებლივ დაფიქსირება: უნდა შეინახოს პუბლიკაცია, ეკრანის ანაბეჭდები (სქრინები), ბმულები, სატელევიზიო თუ ინტერნეტეთერის ჩანაწერები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტს. ამის შემდეგ მიზანშეწონილია ავტორის, რედაქციის ან რესურსის მფლობელის მისამართით გაიგზავნოს ოფიციალური მოთხოვნა ინფორმაციის წაშლისა და უარყოფის გამოქვეყნების შესახებ.

თუ ეს მოთხოვნა უგულებელყოფილია, შემდეგი ეტაპია სასამართლოში სარჩელის შეტანა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად. სარჩელში უნდა იყოს მითითებული კონკრეტული ცრუ განცხადებები, მათი არასწორობის დამადასტურებელი გარემოებები და მოთხოვნა ინფორმაციის უარყოფის, მისი შემდგომი გავრცელების აკრძალვისა და, საჭიროების შემთხვევაში, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსაზრებისა და ფაქტის ერთმანეთისგან გამიჯვნას. მწვავე კრიტიკა, შეფასებები და პოლიტიკური შეხედულებები დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა სარეპუტაციო ზიანის შემცვლელ ქმედებაში ადამიანის დადანაშაულება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს. თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია მნიშვნელოვნად ძლიერდება.

საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეებმა ცილისწამების საქმეები მოიგეს. 2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ და კომპენსაცია დააკისრა არასანდო ინფორმაციის გავრცელებისთვის. 2025 წელს კი დეპუტატმა ნინო წილოსანმა სასამართლოში მოიგო საქმე სოციალურ ქსელში გავრცელებული ცრუ ბრალდებების გამო. ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის გავრცელების თავისუფლებას, ხოლო ცილისწამებისთვის საქართველოში რეალური სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს.” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
  2. დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“
  3. დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
  4. დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“