Uncategorized

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის ( Regulatory Governance ) რეიტინგს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი მმართველობის ინდიკატორი განიმარტება, როგორც „მთავრობის უნარი, შეიმუშაოს და განახორციელოს გონივრული პოლიტიკა და რეგულაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას“. კვლევა წარმოებულია მსოფლიოს ბანკის პროექტის „გლობალური მმართველობოს ინდიკატორების“ მიერ.

კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო,  მსოფლიოში 31-ეადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას,  ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია:  იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი,  სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი.

მსოფლიო ბანკის ამ გლობალური კვლევის ფარგლებში საქართველო შეაფასა შვიდმა საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა. ესენია: გერმანული ორგანიზაცია ბეტსელმანისტრანს ფორმაციის ინდექსი, ბრიტანული ორგანიზაცია იკონომისტინტელიჯენსიუნითი, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუინდეიშენის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი,  საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია სტანდარტენდფუარსი, მსოფლიო ბანკის მეწარმეთა გამოკითხვის პროექტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის ანგარიში და ამერიკული ორგანიზაცია მსოფლიომართლმსაჯულებისპ როექტი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.