განცხადება · 135 ნახვა
„ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია“
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე.
როგორც სადღობელშვილი აღნიშნავს, როდესაც საქმე ეროვნული ღირებულებებისა და მწერლების შეურაცხყოფას ეხება, საზოგადოების პროტესტი და ემოციური რეაქცია ბუნებრივია, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება დავის გადაწყვეტის ცივილიზებული გზა არ არის.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ფიზიკური დაპირისპირება არ არის დავის გადაჭრის ცივილიზებული გზა, თუმცა სასჯელი აუცილებლად ქმედების პროპორციული უნდა იყოს! ემოციურ ნიადაგზე მომხდარი ერთი ინციდენტისა თუ შემოლაწუნების გამო ადამიანის ციხეში გამოკეტვა და მისი მომავლის დანგრევა არაპროპორციული და ზედმეტად მკაცრი ნაბიჯია. კანონმდებლობა ითვალისწინებს უამრავ ალტერნატიულ ზომას: ჯარიმას, გაფრთხილებას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას! – მოვუწოდებთ სამართალდამცავებსა და სასამართლოს, გამოიჩინონ გონიერება და ნუ გადააქცევენ ამ ინციდენტს ახალგაზრდის ცხოვრების დანგრევის მიზეზად!“ – წერს სადღობელაშვილი.
ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
- ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“
- ლადო სადღობელაშვილი„გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია“
- ლადო სადღობელაშვილი„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი”“
