პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ – ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას „ფეისბუკ“ პოსტს ეხმიანება, რომელშიც გვარამია MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილს ემუქრება. აღნიშნულ მუქარას წინ უძღოდა გიორგი ქართველიშვილის ინიციატივა ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ – ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის ნიკა გვარამიაზეც კი არ ძალადობს. ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედები და ჯალათები მადლობას უნდა უხდიდეთ ხელისუფლებას, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ – მორგში რომ არ დაამთავრეთ იმისთვის.

„ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ – ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება. იმ წლებში ციხეც მორგს ნიშნავდა, თავისუფლებაზე ყოფნაც და ყველაფერი, თუკი ეს რეჟიმს სჭირდებოდა, ან არ სჭირდებოდა, მაგრამ მოესურვებოდა… ასე რომ, ნიკა გვარამიას რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლაც ბევრი ამთავრებდა „მორგში“. საბედნიეროდ, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის ნიკა გვარამიაზეც კი არ ძალადობს. ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედები და ჯალათები მადლობას უნდა უხდიდეთ ხელისუფლებას, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ – მორგში რომ არ დაამთავრეთ იმისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არათუ არ ძალადობს, არამედ სამართალდამცავი უწყებები მათი უფლებების, პირველ რიგში – სიცოცხლის უფლების დაცვას უზრუნველყოფენ, ვფიქრობ, ნიკა გვარამია მინიმუმ ფრთხილად უნდა იყოს, როცა ასეთ მუქარას აჟღერებს, რადგან სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები ყველგან და ყოველთვის ვერ იქნებიან, მის მიერ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასრულებული მუქარების გამო კი, მისი დღევანდელი სტატუსი შესაძლოა ვინმემ სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხედ აღიქვას და თავდაცვის მიზნით რაღაც მოიმოქმედოს.“ – წერს ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ,,ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა – ტრაგედიის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა მსხვერპლისა და მისი ოჯახის მიმართ უპატივცემულობაა

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“- თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.