პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები აფუძნებენ ეროვნულ მოძრაობას. სწორედ ეს იყო მისაღწევი!

ახალგაზრდული მოძრაობა „ეროვნული თაობის“ დაფუძნებას ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ეროვნულ მოძრაობას სწორედ ახალგაზრდები აფუძნებენ. მისივე თქმით, ბოლო წლებში საზოგადოების ნაწილში არსებობდა განცდა, რომ ახალგაზრდები ეროვნულ ღირებულებებს შორდებოდნენ, თუმცა დღეს გამოჩნდა, რომ ეს წარმოდგენა სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას.

“ახალგაზრდობას რომ უდიდესი ძალა აქვს, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რაში გამოიყენებს ამ ძალას? ბოლო წლებია, ვხედავთ ქუჩის პროცესებს და გვესმის საზოგადოების წუხილი, რომ ეს თაობა არ არის ეროვნული და ქართულ ფასეულობებს საფრთხე ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების მიმართ საერთო დამოკიდებულება თითქმის ერთიანად ნეგატიური იყო, მაინც ჩანდა იმედის სხივი, რომ ერთხელაც ქართული გენი იფეთქებდა სწორედ ამ თაობაში. სიმართლე ის არის, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, რომელიც ჩუმად იყო და არ ხმაურობდა, რეალურად არ ჩანდა. საზოგადოებას კი ეგონა, რომ მხოლოდ სხვა ღირებულებებისთვის მებრძოლი თაობა მივიღეთ. ასე არ იყო და ეს დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. ასე ხდება ისტორიულად – როდესაც ერს იმდენად დაწნეხენ, რომ სუნთვა უჭირს, ამ დროს იფეთქებს ეროვნული მოძრაობა, რომელსაც სათავეში სწორედ ახალგაზრდობა ჩაუდგება. დღეს დაფუძნდა ახალგაზრდული მოძრაობა -“ეროვნული თაობა”.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები აფუძნებენ ეროვნულ მოძრაობას. სწორედ ეს იყო მისაღწევი. დარწმუნებული ვარ, მათ თანატოლებზე მეტად უფროსი თაობა გაახარეს. თაობათაშორის ურთიერთობებზე და “დაკარგულ ღირებულებებზე” ყოველ საუკუნეში იყო წუხილი, მაგრამ რაც დღეს ხდება, ეს პროცესების კულმინაციაა და სწორედ ამ დროს იყო საჭირო ახალგაზრდული აპოლიტიკური ეროვნული მოძრაობის დაფუძნება. წარმატებებს ვუსურვებ “ეროვნულ თაობას”! დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები დიდ ტალღას ააგორებენ და თავიანთ ღირსეულ სიტყვას იტყვიან თანამედროვეობაში. მთავარია, მათ შეძლონ ერუდირებული დიალოგის და დამაჯერებელი კამათის მეშვეობით ახალგაზრდების შემოკრება, გაერთიანება და არა დაყოფა. ისინი არ არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და სწორედ მათ აქვთ საშუალება, ერთი იდეის – სამშობლოს ირგვლივ გააერთიანონ საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ,,ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა – ტრაგედიის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა მსხვერპლისა და მისი ოჯახის მიმართ უპატივცემულობაა

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“- თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.