პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები?“ სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები, ეს ხანგრძლივი, თანმიმდევრული და ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობაა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს

როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები?“ სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები და ფოტოების გადაღება. ეს არის ხანგრძლივი, თანმიმდევრული და ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი

„ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, ნაურუსთან მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას, პარტნიორებთან მუდმივ ურთიერთობას და ქვეყნის პოზიციების თანმიმდევრულ წარდგენას. „როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები?“ სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები და ფოტოების გადაღება. ეს არის ხანგრძლივი, თანმიმდევრული და ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს. ნაურუსთან მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას, პარტნიორებთან მუდმივ ურთიერთობას და ქვეყნის პოზიციების თანმიმდევრულ წარდგენას. ასეთ საკითხებში ერთი შეხვედრა ან ერთი ვიზიტი არაფერს წყვეტს, შედეგი სწორედ სისტემური მუშაობის ნაყოფია. აქედან გამომდინარე, როდესაც კონკრეტული შედეგი დგება, მნიშვნელოვანია მისი დაფასება. ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო გუნდს, დიპლომატიურ კორპუსს მაკა ბოჭორიშვილის მეთაურობით და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ეროვნული ინტერესების დასაცავად მიზანმიმართული და ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა რეალურ შედეგებს იძლევა.“ – წერს მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.