პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ანდრეი ერმაკის შემდეგ, გილიოტინა საქართველოს კარგად ნაცნობი მტრის, დავით არახამიას თავზეც დაეკიდა – უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება

„არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი” – ანდრეი ერმაკის შემდეგ, გილიოტინა საქართველოს კარგად ნაცნობი მტრის, დავით არახამიას თავზეც დაეკიდა, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მზადაა დაიწყოს კორუმპირებული ჩინოვნიკების „პოლიტიკური წმენდის“ ახალი სეზონი და მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება.

“როგორც უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ჟურნალისტებმა მომაწოდეს ინფორმაცია, უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება. მიხაილო ფედოროვის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ანტიკორუფციულმა ბიურომ დავით არახამიას თანაშემწისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღების ბრძანება გასცა, ე.წ კონვერტებით დეპუტატების ხელფასების გაცემის საქმესთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ ბანკნოტებზე თითის ანაბეჭდების მეშვეობით დაამტკიცონ პირდაპირი კავშირი დეპუტატების „ხელფასებსა“ და საპრეზიდენტო ფრაქციის ლიდერს შორის. გამოძიებასთან დაახლოებული ჩემი წყაროები ამტკიცებენ, რომ არახამიას საქმე უახლოეს თვეებში ზუსტად ანდრეი ერმაკის სცენარით განვითარდება. „NABU მზადაა დაიწყოს კორუმპირებული ჩინოვნიკების „პოლიტიკური წმენდის“ ახალი სეზონი.

ახლა საქმე დავით არახამიას ეხება. სიტუაცია დაახლოებით ისევე ვითარდება, როგორც ანდრეი ერმაკის შემთხვევაში, როდესაც ექვსი თვე ველოდით ბრალდების წარდგენას და დეტექტივები ამისთვის ემზადებოდნენ: მათ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, გაჩხრიკეს ერმაკის სახლი და ბინა გრუშევსკის ქუჩაზე, ერმაკის და მისი მისი გარემოცვის კუთვნილი ბიოლოგიური ნიმუშების დასადგენად. ახლა, დავით არახამიაც მსგავს სიტუაციაშია“, – მითხრა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც გამოძიების მასალებს უკვე გაეცნო . აღსანიშნავია, რომ ჩემი მეგობრები არახამიას ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად და ზოგადად, ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმის ერთ-ერთ საყრდენად მოიხსენიებენ, რომელმაც ფაქტობრივად დაიკავა ერმაკის ადგილი ამ პოზიციაზე,” – წერს მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.