პოლიტიკა

გიორგი შანიძე:  ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა

მსახიობმა გიორგი შანიძემ საინიციატივო ჯგუფთან ერთად  ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობ დააანონსა, რომელიც  ქვეყანში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული. 

შანიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა  ე.წ გამოხატვის ფორმებმა, რომელიც მიმართულია ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებების წინააღმდეგ, აღნიშნული ტენდენცია კი საფრთხეს უქმნის „საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მშვიდობას.“

„გვსურს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება და გაგაცნოთ ჩვენი ჯგუფის ინიციატივა, რომელიც მიგვაჩნია, რომ ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. 

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა იმ ტიპის ქმედებებმა და ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული პროცესები სულ უფრო მეტად სცდება ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსიისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართული შეურაცხყოფის, აგრესიული რიტორიკის, სიძულვილის კამპანიებისა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავების ხასიათს იღებს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მშვიდობას.“- განაცხადა გიორგი შანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.