პოლიტიკა

„ბლუმბერგი“ – გასულ თვეში ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა

გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია, რომელმაც ევროპაში გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ბელგიაში ივლისში გათხევადებული გაზის საერთო მიწოდება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ზე მეტად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბელგია გასულ წელს ევროპაში ამ საწვავის იმპორტით მეხუთე ადგილზე იყო.

ამავე დროს ქვეყანამ რუსეთისგან დაახლოებით 0.4 მილიონი ტონა საწვავი შეიძინა. ბელგია გაზს მილსადენებითაც იღებს ნორვეგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსული გათხევადებული გაზის შესყიდვების მოცულობა უნდა შეემცირებინათ, რადგან აპრილიდან მოკლევადიანი კონტრაქტების დადება აკრძალულია, ხოლო სრული აკრძალვა შემდეგ წელს ამოქმედდება. ამის მიუხედავად, მიწოდების მოცულობამ, პირიქით, მკვეთრად მოიმატა, რადგან მყიდველები ახლო აღმოსავლეთის მიწოდების ალტერნატივას ეძებდნენ.

ბოლოს რუსეთი ბელგიისთვის გათხევადებული გაზის ერთადერთი მომმარაგებელი 2021 წლის დასაწყისში იყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა