ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ12:42
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 113 ნახვა

„ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება“

„ნებისმიერი გუნდი უნდა აგებდეს ან იგებდეს ფეხბურთის მოედანზე და არა სავიზო შტამპის მოლოდინში, რომელიმე პოლიტიკური სისტემის ახირების გამო,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონის გარშემო შექმნილ ვითარებას და იმ შეფერხებებს, რასაც გუნდი ბრიტანეთის სავიზო ორგანოების მხრიდან წააწყდა. დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპულ ფეხბურთში ხელოვნური ბარიერების შექმნა, თუნდაც სავიზო კუთხით, ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე ვიდრე ტრამპის სატელეფონო ზარი UEFA-ს პრეზიდენტთან, როდესაც მან მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას აშშ-ს ნაკრების დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის მოედანზე გამოშვება ითხოვა.

„ევროპული ფეხბურთის ისტორიაში სავიზო პრობლემების რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად ყოფილა, თუმცა ისინი, როგორც წესი, ცალკეულ ფეხბურთელებს ეხებოდა და არა მთელი გუნდის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას. პარადოქსია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში – ეს ფაქტები სწორედ რომ ჩრდილოეთ ირლანდიას უკავშირდება. 2009 წელს ლატვიურმა „სკონტომ“ ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანული ვიზების არქონის გამო რამდენიმე მოთამაშის გარეშე ითამაშა, ხოლო 2026 წელს ივლისში მსგავსი პრობლემა სოფიის ცსკა-ს შეექმნა, როდესაც ორმა ფეხბურთელმა (ეთნიკურად – ბელარუსმა) ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრება ვერ შეძლო. ყველა ამ შემთხვევაში UEFA-მ მატჩები არ გადადო, რადგან გუნდებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც ჰქონდათ. სრულიად განსხვავებულ მასშტაბს იძენს დღევანდელი ვითარება საქართველოს ჩემპიონის გარშემო.

თუ დადასტურდება, რომ კლუბმა სავიზო პროცედურები დადგენილ ვადებში სრულად შეასრულა, ხოლო გამგზავრების შეუძლებლობა მხოლოდ ბრიტანეთის სავიზო ორგანოების ქმედებამ ან შეფერხებამ გამოიწვია, მაშინ საქმე უკვე აღარ ეხება ცალკეულ ფეხბურთელებს – საუბარია მთელი გუნდისთვის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის ფაქტობრივად შეუძლებლობაზე, სულ რომ ეს საკითხი გადაწყდეს მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. მსგავსი პრეცედენტი თანამედროვე ევროპული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პრაქტიკულად არ მოიძებნება. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ საკონსულო პრობლემის საკითხი. თუ სახელმწიფო ადმინისტრაციული პროცედურები ოფიციალური საერთაშორისო მატჩის ჩატარების ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა, საფრთხის ქვეშ დგება სპორტული სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – შეჯიბრის მონაწილეთა თანასწორობა. ნებისმიერი გუნდი უნდა აგებდეს ან იგებდეს ფეხბურთის მოედანზე და არა სავიზო შტამპის მოლოდინში, რომელიმე პოლიტიკური სისტემის ახირების გამო. სწორედ ამიტომ UEFA-ს შემდგომი რეაგირება პრინციპული გამოცდა იქნება და თუ დადგინდება, რომ ქართული კლუბი ასეთ მდგომარეობაში საკუთარი ბრალის გარეშე აღმოჩნდა, UEFA-ს, შესაძლოა, მოუწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მის დღემდე არსებულ პრაქტიკას სცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება. და ეს შემთხვევა არანაკლებად სკანდალური იქნება – ვიდრე ტრამპის სატელეფონო ზარი ინფანტინოსთან…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
  2. დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
  3. დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
  4. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“