პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული – ჯგუფების ქცევა ჰგავს ჯარში ჯარისკაცის ბრძანების შესრულებას , სადაც არ არსებობს ინდივიდუალური აზრი, არ არსებობს მანევრის უფლება… არსებობს მხოლოდ გარედან მიღებული უპირობო დირექტივა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დევნილად იქცა , იმჟამინდელ ხელისუფლებასა და დღევანდელ „რუსოფობებს“ პროტესტის ნიშნაკიც კი არ გამოუხატავთ. პირიქით, ვიხილეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გადაცემა და რუსული კაპიტალის აქტიური წახალისება. მაშინ ნაციკებისთვის რუსულ ფულს „სუნი არ ჰქონდა“, რადგან გარე დავალება ასეთი იყო – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი ააღნიშნავს, რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული – ჯგუფების ქცევა ჰგავს ჯარში ჯარისკაცის ბრძანების შესრულებას , სადაც არ არსებობს ინდივიდუალური აზრი, არ არსებობს მანევრის უფლება… არსებობს მხოლოდ გარედან მიღებული უპირობო დირექტივა მისი შეფასებით, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფს საკუთარი ქვეყნის ტკივილსა და ოკუპაციაზე მეტად უცხოური დირექტივა ამოძრავებს, ის ვერასდროს იმოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

„ საკუთარი დღის წესრიგის გარეშე, მაგრამ ჯარისკაცული მორჩილებით დარჩენილი ოპოზიცია! – 2008 წლიდან მოყოლებული, ყოველი აგვისტოს დასაწყისი საქართველოს პატრიოტებს გვიჩენს დიდ ტკივილს და ტრაგედიის შეგრძნებას! ათიათასობით გაუბედურებული ოჯახი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი! ეს არის ის რის წინაშეც დავდექით წინდაუხედავი და გარედან ანუ უცხოქვეყნიდან მართული ხელისუფლების პირობებში! – რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული – ჯგუფების ქცევა ჰგავს ჯარში ჯარისკაცის ბრძანების შესრულებას , სადაც არ არსებობს ინდივიდუალური აზრი, არ არსებობს მანევრის უფლება… არსებობს მხოლოდ გარედან მიღებული უპირობო დირექტივა! მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დევნილად იქცა , იმჟამინდელ ხელისუფლებასა და დღევანდელ „რუსოფობებს“ პროტესტის ნიშნაკიც კი არ გამოუხატავთ. პირიქით, ვიხილეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გადაცემა და რუსული კაპიტალის აქტიური წახალისება. მაშინ ნაციკებისთვის რუსულ ფულს „სუნი არ ჰქონდა“, რადგან გარე დავალება ასეთი იყო.

2022 წლის უკრაინის ომის შემდეგ, როგორც კი გარედან მოვიდა ახალი ინსტრუქცია, ამავე ადამიანებმა მყისიერად ჩაიცვეს „რადიკალი რუსოფობების“ ფორმა. 2008 წელს საკუთარი სამშობლოს ტრაგედიამ ვერ გააღვივა მათში ის ანტირუსული განწყობა, რაც 2022 წელს უკრაინაში დაწყებულმა კონფლიქტმა გამოიწვია. ამ ძალებს არ გააჩნიათ ეროვნული ინტერესი, პოლიტიკური ღირებულებები ან საკუთარი მანევრის უფლება. ისინი არიან აბსოლუტურ დაქვემდებარებაში და უსიტყვოდ (შეპასუხებისა და აზრის გამოთქმის გარეშე) ახორციელებენ გარე დავალებებს. საკუთარი ინიციატივით ნაბიჯის გადადგმა მათთვის უბრალოდ აკრძალულია. როდესაც პოლიტიკურ ჯგუფს საკუთარი ქვეყნის ტკივილსა და ოკუპაციაზე მეტად უცხოური დირექტივა ამოძრავებს, ის ვერასდროს იმოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე! – იყო ზემოთ ნახსენები პოლიტიკური ძალა ან მისი ნატეხი (სატელიტი) არის ყველაზე დიდი სირცხვილი! გჯეროდეს ასეთი ძალის ნიშნავს რომ ხარ მეამიტი! მხარს უჭერდე ასეთ ძალას ნიშმავს იმას რომ იზიარებ იმ მოღალატეობრივ მორჩილებას რასაც ადგილი აქვ ბოლო 20 წლის განმავლობაში მათი მხრიდან! Ps არ მინდა ჩემს ტექსტში კარისჯაცი როგორც პროფესია დაკნინებულად იყოს აღქმული! აქვე დავწერ რომ საქართველოს პატრიოტი და ჯარისკაცი უნდა ემორჩილებოდეს საქართველოს მთავარსარდალს და არა უცხოქვეყნიდან მოსულ ბრძანებებს!“ – წერს სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა