ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი8°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ5 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ13:39
ჯაბა ხუბუა

განცხადება · 149 ნახვა

„ნაცებსა“ და ლიბერალებზე

„ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი”, გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ“

ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ღია წერილს პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ხუბუა პრემიერის წერილის კვალდაკვალ დამატებით რამდენიმე კითხვას სვამს, რომელსაც თავადვე პასუხობს. ხუბუას შეფასებით, ქართულ საზოგადოებას „ნაცებისა“ და ლიბერალების სახით საქმე აქვს „უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან,“ რომელიც შესაბამისი დაფინანსების საფუძველზე ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“ გახდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილის კვალდაკვალ, მეც მინდა, რამდენიმე კითხვა დავსვა: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რატომ არ იყო ნაცებისა და ლიბერალების პროპაგანდა და განწყობები ისეთივე რადიკალურად ანტირუსული და რუსოფობიული, როგორც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა? ნაცებსა და ლიბერალებს, მათ შორის, კვების ობიექტების მეპატრონეებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რატომ არ ჰქონდათ აგრესია და მიუღებლობა რუსი ტურისტებისადმი, რომლებსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი ზედ საზღვარზე ეგებებოდა ყვავილების თაიგულითა და შამპანურის ბოთლებით? რატომ არ მოძრაობდნენ თბილისში ავტომობილები ,,დიდება საქართველოს” სტიკერებით, როგორც დღეს ,,სლავა უკრაინე” სტიკერებით მოძრაობენ და ფეხბურთის ქომაგთა ორგანიზაციის ჩენთებში რატომ არ იყო ,,პუტინ ხუილოს” ბღავილი, როგორც დღეს არის?

ერთი სიტყვით, ქართველ ნაცებსა და ნაცმიდრეკილებს, ლიბერალებსა და ,,პრადვინუტობის” მოსურნე მენტალურ პროვინციალებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე რატომ არ ჰქონდათ ისეთივე მძაფრი რეაქცია, როგორსაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციაზე ამჟღავნებენ? ამ კითხვებზე პასუხის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ყველა ვარიანტი სწორია: საქმე გვაქვს უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან! ქვეყანაში გვყავს ვაიკოსმოპილიტების კლასტერი, რომელსაც საკუთარი სამშობლო ფეხებზე ჰკიდია და ვითომ სხვისი სამშობლო ადარდებს! ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი” , გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ. P. S. დიდება საქართველოს! გმირებს დიდება! რუსეთი საქართველოს ოკუპანტია 1801 წლიდან!“- წერს ხუბუა.

ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
  2. ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
  3. ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
  4. ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“