ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი5°C
  • გორი6°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ7 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ11:51
ლიზა გეგეჭკორი

განცხადება · 121 ნახვა

„ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს“

გუშინდელი დღიდან მოყოლებული, რაც ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს, ვადევნებ თვალს, თუ როგორ უდუღთ სისხლი და რა ისტერიკაში ვარდებიან კოლექტიური „ნაცები“. ორი დღეა, გამწარებულები იცავენ ამ ორ ლაწირაკს, ამ სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებმაც სრულიად წარმოუდგენელი სისასტიკის ჯაჭვი შეკრეს, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დაკავებულმა არასრულწლოვნებმა, ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი გაწირეს, ხოლო, ამ ბოროტების შემოქმედთა ადოკატებად, ოპოზიციის წარმომადგენლები მოგვევლინნენ, ვინაიდან, მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი.

,,ამ პერსონებმა საწყალი გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს. მეტიც, მათ ისედაც სადისტური მიდრეკილებების მქონე პირებს ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთეს და პირდაპირ ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ჯოჯოხეთისკენ უბიძგეს. ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, ნორმალური ადამიანი დუმილს მაინც ამჯობინებდა, ესენი კი გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია საერთოდ აღარ მიკვირს მათი ეს რეაქცია. როგორ უნდა გაგიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მკვლელების, მოძალადეების და სადისტების გულშემატკივრობა?! ეს ხომ მათი ფუნდამენტური, ბუნებრივი და ორგანული მდგომარეობაა. მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი. თუ სხვის უბედურებაში და სისასტიკეში თუნდაც მცირე საბაბს დაინახავენ, რომ ხელისუფლებას დაარტყან, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენონ და პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დადგებიან ნებისმიერი ჯალათის მხარეს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ და ძალიან ნათლად ამტკიცებს ერთ უტყუარ ჭეშმარიტებას: მათი პოლიტიკური დნმ, მათი მთავარი იდეოლოგია თავიდან ბოლომდე მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და ავადმყოფურ სადიზმზეა დაფუძნებული. მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს, ეს არის მათი რეალური, შეულამაზებელი სახე, რომელსაც ვერანაირი ლოზუნგებით ვერასდროს გადაფარავენ!” – წერს ლიზა გეგეჭკორი.

ლიზა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლიზა გეგეჭკორი„პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი“
  2. ლიზა გეგეჭკორი„ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ – მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან“
  3. ლიზა გეგეჭკორი„მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, ,,ნაცსაც” რომ გაუკვირდება“
  4. ლიზა გეგეჭკორი„ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს – ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!“