განცხადება · 152 ნახვა
„ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლო ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის“
ადგილობრივ სახელისუფლებლო რგოლებში პარტიული წარმომადგენლობების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
როგორც მან თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძალიან დიდი ძალაა პარტიის სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის ის, რომ „ხალხის ძალას“ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ყავს ფრაქცია. სოზარ სუბარმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები იმართება მოსახლეობასთან, რა დროსაც საუბარი შეეხება მათი პრობლემების გადაჭრის გზებს.
„შეხვედრები გვაქვს ხალხთან და მათ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა საკრებულოში ჩვენ გვყავს ფრაქცია და რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ ფრაქციაში არიან წარმოდგენილები ძალიან დაფასებული და ღირსეული ადამიანები, რომლებსაც იცნობს და პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ძალიან დიდი ძალაა სამომავლო ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის. შეხვედრებზე ვმსჯელობთ როგორც პარტიის სამომავლო ამოცანებზე, ასევე იმაზე, თუ რა სჭირდება რეგიონს, რაში შეგვიძლია დავეხმაროთ და ამოვუდგეთ მხარში მოსახლეობას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
- სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
- სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
- სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“
