ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲡᲮᲕᲐ13 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ18:15
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 170 ნახვა

„აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება“

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებისა და საწვავის შესაძლო მიწოდების შესახებ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითია. მისი შეფასებით, კონფლიქტის მოგვარება პირველ რიგში ადამიანებზე ზრუნვით იწყება.

სადღობელაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ფარგლებში ხორციელდება.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასა და საწვავის შესაძლო მიწოდებაზე არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითი. -კონფლიქტის მოგვარება პირველ რიგში იწყება ადამიანებზე ზრუნვით. აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება. ქვეყნის გამთლიანება და ნდობის აღდგენა მიიღწევა არა აგრესიული რიტორიკით, არამედ კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯებით. ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა გაწყვეტილი ხიდების აღსადგენად და ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად. – განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხორციელდება “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში. ეს არის ზუსტად გათვლილი ბალანსი მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე. – მშვიდობიან გაერთიანებას, დიალოგსა და შემორიგებას ალტერნატივა არ აქვს. პრემიერის ეს პოზიცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს მომავალი შენდება ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მშვიდობიანი განვითარების ფუნდამენტზე!“ – წერს სადღობელაშვილი.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
  2. ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
  3. ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
  4. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“