განცხადება · 95 ნახვა
„როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც “განგრენოზული” კიდურის ამპუტაცია“
საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე “ჩააწვეთეს” ქართულ მხარეს, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოუგდოს ქართულ საზოგადოებას ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც “განგრენოზული” კიდურის ამპუტაცია. მისივე შეფასებით, უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც, რაც სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე “ჩააწვეთეს” ქართულ მხარეს. ალბათ, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული სკანდალი, როდესაც მან აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს “განგრენა” უწოდა და შემდეგ ამას უარყოფდა. მოკლედ, უცხოური აგენტურა ჩვენს პოლიტიკურ და ექსპერტულ სპექტრში პერიოდულად წამოწევდა ამ რეგიონების “თავიდან მოშორების” თემას, ისევ და ისევ ევროატლანტიკური გზის გახსნის მოტივით. არ მინდა ჭრილობების გახსნა, და კიდევ სხვა მგრძნობიარე საკითხების გახსენება, მოკლედ, ახლა უცხოურმა აგენტურამ ისევ გააქტიურა სეპარატისტული რეგიონების თემა ოღონდ ახალი არანჟირებით. ის დიფირამბებს უძღვნის სომხეთის პრემიერ პაშინიანს, რომელმაც “დათმო” ყარაბაღი და ამით ევროინტეგრაციისკენ გზა გაუხსნა სომხეთს. ეს შედარება და პარალელი მხოლოდ ოპოზიციის მზარდ მორალურ-გონებრივ დეგრადაციაზე მიუთითებს. ჯერ ერთი, სომხეთს ყარაბაღი სამხედრო ძალით დაათმობინა აზერბაიჯანმა და ეს ტერიტორია საერთაშორისოდ იყო აღიარებული როგორც აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი. როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც “განგრენოზული” კიდურის ამპუტაცია. უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც. ეს კი სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ.“ – წერს ანჯაფარიძე.
ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“
- ზაალ ანჯაფარიძე„ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო“
- ზაალ ანჯაფარიძე„ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა“
- ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“
