ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ15:07
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 122 ნახვა

„აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს“

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით ახალი, ტრანსფორმირებული ნარატივი იკვეთება, რაც საზოგადოებისთვის ე.წ. „პრაგმატული შეგუების“ იდეოლოგიის თავს მოხვევას გულისხმობს.

მისი განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოებრივი დისკურსის უპირობო წითელი ხაზი იყო, თუმცა დღეს გარკვეული ჯგუფები ამ პოზიციის გადახედვას ცდილობენ. სადღობელლაშვილი რამდენიმე ძირითად საფრთხეს გამოყოფს.

„ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ ველზე აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით მკვეთრად იკვეთება ახალი, ტრანსფორმირებული ნარატივი. თუკი აქამდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოებრივი დისკურსის უპირობო წითელი ხაზი იყო, დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან შეიმჩნევა მცდელობა, საზოგადოებას თავს მოეხვას ე.წ. „პრაგმატული შეგუების“ იდეოლოგია.

საშიში ტენდენციები:
1) სომხური სცენარის ბრმა კოპირება. იქნება ეს პასპორტის შტამპიდან არარატის სიმბოლიკის წაშლა თუ ყარაბაღზე უარის თქმა „მეზობლებთან ურთიერთობის დარეგულირების“ საბაბით -საქართველოსთვის პირდაპირ საფრთხეს შეიცავს. ყარაბაღის მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ტერიტორიების დათმობა მშვიდობის ერთადერთი ფასია. ამას გვთავაზობს გვარამია!
2) ასევე გვარამიას ნარატივია: „რეალიზმის“ ნიღაბქვეშ შეპარული კაპიტულაციური დისკურსი
„წარსულისთვის თვალის გასწორების“, „ტრავმულ მეხსიერებაზე ღია დისკუსიისა“ და „მტკივნეულ სიმართლეზე ლაპარაკის“ ლოზუნგებით ხდება საზოგადოებრივი აზრის მომზადება. ამ ტაქტიკის მთავარი მიზანია, ქართველ ხალხს აფხაზეთი არა ეროვნულ ამოცანად, არამედ „მძიმე ტვირთად“ და მოუგვარებელ პრობლემად წარმოუდგინონ, რომლისგან გათავისუფლებაც ვითომდა ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.
3) საკუთარი სახელმწიფოს დაკნინება და ოკუპაციის რაციონალიზაცია
სალომე სამადაშვილისა და სხვა ფიგურანტების განცხადებები, თითქოს საქართველოს აფხაზეთისთვის „არაფერი აქვს შესათავაზებელი“, ხოლო ქართული კანონმდებლობა და გარემო „უფრო რეპრესიულია, ვიდრე რუსეთისა და აფხაზეთის“, წარმოადგენს საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირ დისკრედიტაციას. ეკონომიკური და სამართლებრივი რეალობის ასეთი დამახინჯება ემსახურება ოკუპანტის პოზიციების გაძლიერებას და აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ შიშებისა და უნდობლობის ხელოვნურად კვებას.

ეროვნული ტრავმის გაუფასურების მცდელობა
1990-იანი წლების კონფლიქტი და აფხაზეთის დაკარგვა მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგი არ არის, ეს არის ეროვნული ტრაგედია, ასეულობით ათასი დევნილის ტკივილი და სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხი, რომელიც მთელ ერს აერთიანებს. ამ მეხსიერების „მოდერნიზებული“ გადაფასების მცდელობა ეროვნული კონსენსუსის რღვევისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. ნებისმიერი მცდელობა, ფაშინიანის კაპიტულანტური მოდელი შეფუთული იქნას „პროგრესულ პოლიტიკად“, ეჯახება უმთავრეს რეალობას: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს.“- წერს სადღობელაშვილი. ‎

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
  2. ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
  3. ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
  4. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“