პოლიტიკა

გია აბაშიძე: როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე? – მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილებს სოციალურ ქსელში აფასებს და ,,თვითდამაზიანებელ წერილობანას” უწოდებს.

აბაშიძის თქმით, ამ მარგინალური გზავნილების ავტორმა ფულის გათეთრება აღიარა და სასჯელიც ამის გამო აქვს მისჯილი. ის ინტერესდება, როდემდე აპირებს ღარიბაშვილი წერილების გამოქვეყნებას, რომლის ერთადერთი შედეგი მისივე კრახია.

,,მგზავრობისას შეძენილი მდარე, თხელყდიანი მინი-რომანი ისედაც არაფრისმომცემია, მაგრამ როცა ამ კლასიკური პასკვილის (მესამე წერილი) ავტორი პატიმარი ირაკლი ღარიბაშვილია, ვიღებთ ფიქციას: ავტორის უოსტატო, პოლიტიკანურ „პროზას“. მსჯავრდებულ ექს-პრემიერს პოლიტიკური წარსული ხმამაღალი აქვს, მაგრამ სატუსაღოდან გამოგზავნილი წერილების შინაარსი სრულიად უხეიროა და ჰაერშია გამოკიდებული. თუმცა მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია და სასჯელმისჯილი. ასეთი უსახური უსტარები თუ „მინი-რომანები“ გვანან ორ დამტვრეულ ფანჯარას ძველ ავტობუსში — შიგნით არაფერია, გარეთ კი მხოლოდ მტვერია. როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა ამგვარი, თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე?” – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.