პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: “თიბისი ბანკი” 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა – მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს

ჩემს ოჯახს “თიბისი ბანკიდან” მცირე ბიზნესისთვის 2007 წელს აღებული ჰქონდა 10 000 აშშ დოლარის (იპოთეკური) და 3 000 ლარის (სამომხმარებლო) სესხი, რომელსაც ვიხდიდით გრაფიკის შესაბამისად, – წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ბანკი მისი ოჯახისგან ითხოვდა 12 000 ლარს, თუმცა, 2018 წელს, ფონდი “ქართუს” მიერ გამოცხადებული “სოციალური სოლიდარობის აქტის” ფარგლებში, სესხი გაუნულდა.

“რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ეს ბიზნესი ჩავარდა. სასწრაფოდ დავფარეთ იპოთეკური სესხი (მთლიანად) და სამომხმარებლო სესხის ნაწილი – 1 000 ლარი. ანუ ბანკისთვის გადასახდელი დაგვრჩა სესხის ძირი თანხა – 2 000 ლარი. ვერ ვიხდიდით და ბანკმა “ტისკებში” მოგვაყოლა. აი ამ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ბანკი ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს!!! 2018 წელს, ფონდი “ქართუს” მიერ გამოცხადებული “სოციალური სოლიდარობის აქტის” ფარგლებში გადავამოწმეთ სია და დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს. არა რუსულ სესხს!” – წერს გეგეჭკორი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.