პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს და პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის. ამის შე­სა­ხებ მან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

“მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­ტო­ვო თა­ნამ­დე­ბო­ბა. პრინ­ციპ­ში, პო­ლი­ტი­კაც. ჩემ­თვის ეს 10 წელი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში ვი­ყა­ვი, იყო შრო­მის, სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლე­ბის და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, დიდი საქ­ვეყ­ნო საქ­მის კე­თე­ბის 10 წელი. ერთი ბედ­ნი­ე­რე­ბაა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდთან ერ­თად ამ სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა. მინ­და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თი­თო­ე­ულ ჯა­რის­კაცს, თი­თო­ე­ულ წევrს, თი­თო­ე­ულ ლი­დერს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი რი­გით ჯა­რის­კა­ცამ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­გორც ჩვენ ამ დიდ ოჯახ­ში ვე­ძა­ხით ხოლ­მე,“ – გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მდი­ნა­რა­ძე მად­ლო­ბას უხ­დის სა­კუ­თარ ოჯახ­საც და აღ­ნიშ­ნავს, რომ სურს „ოჯახს მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს“.

„მად­ლო­ბას ვუხ­დი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რო­მელ­საც მინ­და მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციო. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად გე­ტყვით იმა­საც, რომ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ პო­ლი­ტი­კა­ში ბო­ლომ­დე ხარ ჩარ­თუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის მაქ­სი­მა­ლუ­რი, არის ურ­თუ­ლე­სი და არ არის მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვი. მე მინ­და, რომ და­ა­ფა­სოთ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე დგას ხოლ­მე. ურ­თუ­ლე­სია, რო­დე­საც ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან,“ – გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მდი­ნა­რა­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე “ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ფიქ­რობს”.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.