პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: თუ კი ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, მართლა მოხდა თუ არა სუიციდი, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა საზოგადოებას, კანონმდებლობის ფარგლებში, გააცნობს დეტალებს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, საჭიროა, საზოგადოება გამოძიების დასრულებას დაელოდოს, რის შემდეგაც საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

„რადგან პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა საქმის ხელახალი გამოძიება, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას – მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ზოგადად, სენსიტიური თემაა და არ არის სასურველი, ასეთი ტიპის თემები გამოყენებული იქნეს პოლიტიკური პროცესებისთვის და ა.შ. თუ კი ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, მართლა მოხდა თუ არა სუიციდი, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა საზოგადოებას, კანონმდებლობის ფარგლებში, გააცნობს დეტალებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.