პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: შეიცვალა 5 პრემიერი და რადიკალების მოლოდინებიც მძაფრდებოდა, თუმცა, ვერც კვირიკაშვილმადაბახტაძემ, ვერც ქვეყნიდან გაქცეულმა გახარიამ და ვერც ამჟამად ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა, არა თუ ერთი ფაქტი, არამედ არგუმენტი და ლოგიკური ეჭვიც კი ვერ წარმოადგინეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვებს გააჩენდა

გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.  

შათირიშვილის განცხადებით, ვერცერთმა ხელისუფლებაში მყოფმა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა ვერ შეძლო ერთი ფაქტისა და არგუმენტის, ან ლოგიკური ეჭვის წარდგენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვას გააჩენდა. 

„თავდაპირველად, „ქართული ოცნების“ კოალიციის დაშლის შემდეგ, ხან „თავისუფალი დემოკრატებისგან“ და ალასანიასგან, ხან „რესპუბლიკელებისა“ და უსუფაშვილისგან თუ ბერძენიშვილებისგან მოელოდნენ საუბარს, გვესმოდა ხუხაშვილის გვარიც, ახლახან ოპოზიციური პარტია შექმნა ვიქტორ ყიფიანმაც, რომელიც წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო და მისი საქმიანობის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიცვალა 5 პრემიერი და რადიკალების მოლოდინებიც მძაფრდებოდა, თუმცა, ვერც კვირიკაშვილმა და ბახტაძემ, ვერც ქვეყნიდან გაქცეულმა გახარიამ და ვერც ამჟამად ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებით 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და ახლო პირადი ურთიერთობაც ჰქონდა, არათუ ერთი ფაქტი, არამედ არგუმენტი და ლოგიკური ეჭვიც კი ვერ წარმოადგინეს, რომელიც მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვებს გააჩენდა,“- ვკითხულობთ წერილში. 

შათირიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი გარანტია მისი სუფთა  წარსულია, რამდენადაც ის წლებია უმწიკვლოდ მუშაობს და ერთადერთი რამ რაზეც მის ყოფილ თანაგუნდელებს შეუძლიათ ისაუბრონ არის ის, რომ „ბატონი ბიძინა ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ხოლო კორუფციაში ჩართულობას, ტყუილს და პირადი გამორჩენის მიზნით სხვისი ინტერესების მსახურებას ან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლას არავის პატიობს.“

„ამას კი ერთადერთი მიზეზი აქვს და რომან გოცირიძის კითხვაზე, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ბაჩიაშვილი არ ალაპარაკდება, ეს არის პასუხი. ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, შესაბამისად, მისთვის მთავარი გარანტიაც სწორედ სუფთა წარსულია. ბატონმა რომანმა და მთელმა აგენტურულმა ოპოზიციამ კი უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები იმის გარდა ვერაფერს იტყვიან, რომ ყველას სთხოვს პასუხს, ვინც საკუთარ ქვეყანას და ხალხს გულწრფელად არ ემსახურება. ერთადერთი, რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ ის არის, რომ ბატონი ბიძინა ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ხოლო კორუფციაში ჩართულობას, ტყუილს და პირადი გამორჩენის მიზნით სხვისი ინტერესების მსახურებას ან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლას არავის პატიობს,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.