პოლიტიკა

“ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი

გაზეთ “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი, დომენტი ჩუბინიძე, Facebook live-ში უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან, ისევე როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა და ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაფერი იციან.

ჩუბინიძე იხსენებს ლაზარე ჯორბენაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს დეტალებს და ასევე საუბრობს იმაზე, რომ გარდაცვლილ ჯორბენაძეს ჰყავს მეორე ცოლი – მზეონა ჟიჟილაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ლაზარე ჯორბენაძის „ჯვარდაწერილი“ მეუღლე და ერთად 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

„იცის თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ნიკა გვარამიამ და თაზუნი დათუნიშვილმა თუ დათუნი თაზუნიშვილმა, მაპატიოს ამ კაცმა, არ დავცინი, ნამდვილად მეშლება, სახელი რომელია, გვარი რომელია და გია ხუხაშვილმა და ვიღაც ვიღაცებმა იციან თუ არა. რა უნდა იცოდეს, ვიკითხო, ან მე რა ვიცი, ძვირფასო მეგობრებო, ან ირაკლი ღარიბაშვილმა შეიძლება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და დარწმუნებული ვარ, უამრავი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ან ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა რა უნდა იცოდეს ახლა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ. მე ვიცი ის, რაც მოხდა ფაქტი, რომ 26 იანვარს ჩავწერე ეს ინტერვიუ, 2 თებერვალს გამოქვეყნდა გაზეთ ასავალ/დასავალში და 4 აპრილს კაცი ლაზარე შაბათს მძიმე მარხვაში, კაცი, რომელიც იყო აღმსარებელი, წირავდა კარსნის ეკლესიაში, როგორც მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ხათუნა სირაძემ, მამცნო, WhatsApp-ის სატელეფონო ზარით, სახლში იპოვა ჩამომხრჩვალი და ჩამოხსნა მარტომ. ჩამომხრჩვალი კაცი, ქალმა. მაგრამ ზეგ ასავალ/დასავალში გამოქვეყნდება ლაზარე ჯორბენაძის სხვა მეუღლის, მეორე მეუღლის, ქალბატონი მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ის არის ჯვარდაწერილი მეუღლე და 25 წელიწადი ცხოვრობდნენ სიამტკბილობით,“- აცხადებს დომენტი ჩუბინიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.