განცხადება · 99 ნახვა
„საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას“
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხმიანება. შსს-ის განმარტებით, საქმე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხება.
მეგრელიშვილის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის აბსოლუტური უფლება არ არის და საჯარო სივრცეში, მათ შორის, ციფრულ პლატფორმებზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეთიკის ნორმები უნდა იყოს დაცული.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისი თქმით, ერთმანეთისაგან სწორად უნდა გაიმიჯნოს პირადი შეურაცხყოფა და დაცული კრიტიკული აზრი, ხოლო საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებისა და აგრესიული ლექსიკის ნორმად ქცევა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ და სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. უწყების განმარტებით, საქმე ეხება სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს. თავად რაზმაძე კი, მცდარ გზავნილს აჟღერებს და აცხადებს, რომ მას კრემლის პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის მისამართით გამოთქმული კრიტიკისა და გინების გამო ედავებიან, რაც ერეკლე II-ისა და გეორგიევსკის ტრაქტატის თემას უკავშირდებოდა. სამართლებრივ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ საზღვრავს საზოგადოებრივი წესრიგისა და ეთიკის ნორმებს საჯარო სივრცეში, მათ შორის, ციფრულ პლატფორმებზე. სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრი ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პროცესსაც აქვს თავისი წითელი ხაზები, რასაც კანონთან ერთად პოლიტიკური კულტურა და ეთიკა იცავს.
სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო სივრცის მიმართ პატივისცემა არის ის აუცილებელი სტანდარტი, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას, რათა დისკუსია ჯანსაღ ჩარჩოებში დარჩეს და საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება და პირადი შეურაცხყოფა ნორმად არ იქცეს. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს სახელმწიფოს უმაღლეს აღმასრულებელ შტოს. მისი მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება სცდება ლეგიტიმური პოლიტიკური კრიტიკის ფარგლებს და ლახავს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ თავად სახელმწიფო ინსტიტუტის ავტორიტეტს. საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საკითხი მკაფიო კონსტიტუციური პრინციპების, გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ერთმანეთისაგან სწორად უნდა გაიმიჯნოს პირადი შეურაცხყოფა და დაცული კრიტიკული აზრი. დარწმუნებული ვარ, ზემოაღნიშნული პრინციპები ამ საქმეშიც დაცული იქნება. სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებისა და აგრესიული ლექსიკის მასიური ხასიათის მიღება (ე.წ. ტოქსიკური გარემოს შექმნა) სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეულ პირებს, ისე მთლიანად საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას. ინფორმაციული ხმაური, რომელსაც მომწამვლელი ეფექტი აქვს და მოკლებულია არგუმენტებს, პოლიტიკაში არ არის სწორი ურთიერთობის მანერა, რადგან აგრესიული კომენტარების ნაკადში იკარგება შესაძლებლობა საზოგადოებამ სწორად დაინახოს და გაანალიზოს პოლიტიკური მოვლენები“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
- თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“
- თამთა მეგრელიშვილი„ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
- თამთა მეგრელიშვილი„აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს“
