პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – “ნაცმოძრაობის” რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება პრორუსული

სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად – მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალია გამოეხმაურა აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

“უსამშობლოები ტყუილად არ შევარქვით, ეს აგენტურული ქსელია. მათი მმართველობიდან დავიწყოთ: მათი რიტორიკა ანტირუსულია და ქმედება – პრორუსული. ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება იქნებოდა თუ ტერიტორიების ჩაბარება. გავიხსენოთ ზემო აფხაზეთის წოდება, კოდორის ხეობა, შემდეგ სანამ დაიწყებოდა აგვისტოს ომი, ჯერ სრულიად მოშლა იმ პირობითად პატარა კერის, რომელიც სახალხო დიპლომატიას ხელს უწყობდა, შემდეგ სახელის შეცვლა და აღდგენა – სამხრეთ ოსეთი. ის საზღვრები, დღეს რაზედაც საუბარია, დემარკაციაზე, იქითა მხარეს ამას გვესაუბრება და ეს იყო სხვადასხვა სასამართლოში ერთ-ერთი არგუმენტი, რომ თავად აღიარეთ ეს ყველაფერიო. შემდეგ იყო ომის თარიღი. შემდეგ უტიფრად გააგრძელეს გმირების სახელებით აპელირება. ამ აგენტურულმა ძალამ პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს საქართველოს ტერიტორიები. ამ ღალატის შემდეგ მეორე ღალატი ჩაიდინეს – ყველას გვახსოვს რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ბრალი დადეს იმ ბიჭებს ომის დანაშაულში, რომელთა სახელ-გვარებით დღეს უტიფრად რაღაცებს აპელირებენ. სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად – მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. ისინი ცდილობდნენ, რომ ახალგაზრდებში დაკნინებულიყო ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, მოემზადებინათ პლატფორმა, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა. აგენტი ყოველთვის დავალებას ასრულებს. დღევანდელი ბრიუსელიდან მათ პატრონებს ერთი მიზანი აქვთ: ისეთ სახელმწიფოები, სადაც უნდათ, რომ მათ გავლენა ჰქონდეთ, მაქსიმალურად მოწყვლადი გახადონ. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს როგორც მათ, ასევე მათივე დამკვეთებს“, – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც რამდენიმე კვირიანი მზადების შემდეგ  აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მოდის, ეს მობილიზაციის წარუმატებლობა აღარ არის, ეს იმის დემონსტრირებაა, თუ რამხელა უფსკრულია პოლიტიკური განცხადებების ტონსა და საზოგადოების განწყობას შორის

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატია უკვე ღიად ამბობს, რომ თავად აკონტროლებს ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს – საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას ამართლებენ, საქართველოში კი, – პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.