პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, სააკაშვილის მრჩეველი, ბოკერიას მოადგილე იყავით. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ამორალურია თქვენი მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილის ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. საქმე ეხება დეპუტატის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.“

მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას ახსენებს და ამბობს, რომ მინიმუმ ამორალურია მისი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.

„ქალბატონო თამარ, არ არის საჭირო პირის ღრუს დაბინძურება, შეგიძლიათ, უფრო კორექტულად ჩამოაყალიბოთ ხოლმე თქვენი აზრი.
მსურს, საზოგადოებას შევახსენო თქვენი ბიოგრაფია:

  • „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი;
  • „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი;
  • „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე.
    ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.“- წერს მაჭავარიანი.
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.