პოლიტიკა

ახობაძემ და რაზმაძემ ირმა ინაშვილი ჯერ გადაცემაში მიიწვიეს, ხოლო შემდეგ ახობაძემ მასზე დაწერა: „მევასება ასეთ **ეებთან ლაპარაკი და პასუხებს რომ ვერ მცემენ ამით ვკაიფობ“

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, გიორგი ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ, ირმა ინაშვილი საკუთარ გადაცემაში მიიწვიეს, რამაც აქტივისტების ნაწილის, მათ შორის, ნატა ფერაძის უკმაყოფილება გამოიწვია.

ფერაძის კითხვაზე, “ნებით იწვევთ ეთერებში და პოდკასტებში და იქ ცუმბუშებად რომ გამოჰყავხართ თქვენს მოედანზევე, თან თუ ფულს გიხდით ვინმე ამ ჯოჯოხეთის მაშხალას პოპულარიზაციაში?!” – გიორგი ახობაძემ ინაშვილი შეურაცხმყოფლად მოიხსენია და დაწერა, რომ მისი სტუმრად მოწვევით, “კაიფობს და თავის ჭიას მაინც ახარებს”.

“მევასება ესეთ @ლეებთან ლაპარაკი და პასუხებს რომ ვერ მცემენ ვკაიფობ. აბა ამ ქვეყანაში არაფრის ტრაკი არ არის და ჩემ ჭიას მაინც გავახარებ. ცუმბუში არ იყო სწორი სიტყვა, მაგრამ პატივს გცემ და მაგაზე არ გიპასუხებ. არაა სასიამოვნო მაინც რომ იცოდე,” – დაწერა ახობაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა