ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:23
გია აბაშიძე

განცხადება · 153 ნახვა

„საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო“

საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გველესიანმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ილაპარაკა, რომელიც დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია: ერუდირებული, გააზრებული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული კაცი სვამს კითხვებს ეკონომიკაზე, დემოგრაფიაზე, პოლიტიკურ ზეწოლასა და იმაზე, თუ რატომ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური არჩევანი უეჭველ დოგმად.

მისივე შეფასებით, გველესიანს შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ერთი რამ აშკარაა — ეს არის ადამიანის ლაპარაკი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი მხოლოდ კარიერული კალკულატორით არ აინტერესებს.

„საფეხბურთო საამაყო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი გველესიანის პირველმა ინტერვიუმ ნაცგობლინების ყველაზე ძველი ინსტინქტი გააღვიძა: თუ ადამიანი შენს ჟანგიან პოლიტიკურ რელსებზე არ მოძრაობს, მის ნათქვამში აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა აღმოაჩინო.
ჰოდა, მანქურთების ვერსიაც მზად არის — „დეპუტატობა უნდა“, „ხელისუფლებას დასაქმებას ეხვეწება“, „სკამს უმიზნებს“…
სინამდვილეში კი გველესიანმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ილაპარაკა, რომელიც დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია: ერუდირებული, გააზრებული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული კაცი სვამს კითხვებს ეკონომიკაზე, დემოგრაფიაზე, პოლიტიკურ ზეწოლასა და იმაზე, თუ რატომ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური არჩევანი უეჭველ დოგმად.
მას შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ერთი რამ აშკარაა — ეს არის ადამიანის ლაპარაკი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი მხოლოდ კარიერული კალკულატორით არ აინტერესებს.
და სწორედ აქ იშლება ნაცსექტის ლოგიკა: მათთვის წარმოუდგენელია, რომ პატრიოტიზმი შეიძლება თანამდებობის გარეშე არსებობდეს, პრინციპულობა — პირადი სარგებლის გარეშე, ხოლო მოაზროვნე კაცი უბრალოდ იმიტომ საუბრობდეს, რომ ქვეყნის მომავალი აინტერესებს.
ნაცგოიმებისგან შექება, ცხადია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკვალიფიკაციის ცალკე, საკმაოდ სპეციფიკური ფორმაა. მაგრამ მათი ეს ყმუილი უკვე ცალკე სანახაობაა — რაც უფრო გაცოფებით ცდილობენ გიორგი გველესიანის დაკნინებას, მით უფრო ტრაგიკომიკურად ამხელენ საკუთარ სიბრიყვეს.
როცა პატრიოტიზმში „ვიგოდას“, მოქალაქეობრივ პოზიციაში კარიერულ გათვლას და თავისუფალ აზრში თანამდებობის სურვილს ხედავ, ამით სხვის მოტივებს კი არა, საკუთარ სულიერ და პოლიტიკურ სიღარიბეს ააშკარავებ.“ – წერს აბაშიძე.

გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
  2. გია აბაშიძე„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
  3. გია აბაშიძე„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“
  4. გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“