განცხადება · 129 ნახვა
„ალან ბერსემ თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმაურება.
ანალიტიკოსის თქმით, სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე ბერსემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა, „სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისივე შეფასებით, ბერსეს განცხადება ცალსახად მიუთითებს, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმირებას, მათ შორის იმისთვის, რომ ორგანიზაციამ, „დაინტერესებული ჯგუფებისა და მსგავსი ფსევდოენჯეოების ზეგავლენით“ საქართველოზე რეალობას აცდენილი გადაწყვეტილებები არ მიიღოს.
“უცხოური გავლენის აგენტებად მყარად ლუსტრირებული აქაური სამოქალაქო სექტორის რადიკალური ფრთა სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის დასმენისთვის მორიგ ტურში გაემგზავრა.
და იცით იქ რა მოხდა? ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ უთხრა, უთქვენოდაც კარგად ვიცით რაც ხდება რეალურად საქართველოში და შემდეგ, როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, “….შეხვედრაზე გამოიკვეთა სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით.”
ანუ, ცალსახად, თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმასო. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე.” – წერს ანჯაფარიძე.
ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“
- ზაალ ანჯაფარიძე„ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო“
- ზაალ ანჯაფარიძე„ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა“
- ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“
