განცხადება · 97 ნახვა
“ნაცმოძრაობას”
„მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც “მეფე ლირი,” მისმა პარტიამ და დასაკავებლად გაწირა?“
მინდა ვკითხო “ნაცმოძრაობას” – მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
ანჯაფარიძე გამოხატავს სურვილს „ნაცმოძრაობის“ 1 ოქტომბერს შეკრებასთან დაკავშირებით, რათა მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახონ თავიანთი რეალური სახე, რითაც მათ IRI-ს შემდეგ კვლევაში 5 %-ც აღარ ჰქონდეთ
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მინდა ვკითხო “ნაცმოძრაობას” – მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს?
თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა.
იქნებ იმის აღნიშვნა გინდათ, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც “მეფე ლირი,” მისსავე პარტიამ და დასაკავებლად გაწირა. ჰკითხეთ თქვენს თავს, სინდისი ხომ არ გქეჯნით ხანდახან? თუმცა ვინ მოგცათ ეს თვისება…
იმის აღნიშვნა ხომ არ გინდათ, რა სამარცხვინო სიმულაცია- აგრავაციებს მიმართავდა თქვენი ბელადი ჯერ ციხეში, მერე პალატაში, თავს რომ იმკვდარუნებდა? და ა.შ. და ა.შ. სია შემიძლია გავაგრძელო.
მე პირადად ძალიან მინდა რომ შეიკრიბოთ და თქვენთვის საკრალური თარიღი აღნიშნოთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოთ თქვენი სახე, რომ IRI–ს შემდგომ კვლევაში ის 5%-ც აღარ გქონდეთ.“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“
- ზაალ ანჯაფარიძე„ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო“
- ზაალ ანჯაფარიძე„ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა“
- ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“
