პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, რადიკალების კრახი სწორედ 1 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა დასკვნები საკუთარ შეცდომებსა და ჩადენილ დანაშაულებზე მათ დღემდე არ გაუკეთებიათ. დავით ქართველიშვილი მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ არც მოქმედი და არც მომავალი ხელისუფლებისათვის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და რა თქმა უნდა, თავად პარტია, საფრთხეს, თავისი დესტრუქციული შინაარსიდან გამომდინარე, აღარ წარმოადგენენ.

„ხვალინდელი დღის ქართული პოლიტიკის საკრალურ წყალგამყოფად არჩევა რადიკალური ოპოზიციისთვის დიდი ხანია ირონიულ ფსიქოლოგიურ დრამად იქცა. მანიაკალური და სუიციდური სიჯიუტით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ყოველჯერზე სწორედ ამ კალენდარულ თარიღს ირჩევენ, 1 ოქტომბერს – წმინდა ბიძინას ხსენების დღეს, მათთვის საძულველი ივანიშვილის ზეციური მფარველის დღეს. ყველაფერი 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები ხმაურიანად წააგო „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა დასკვნები არ გაუკეთებია. 2021 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ტრიუმფალურად (როგორც თვითონ ეგონა) დაბრუნებულიყო ქვეყანაში რძის პროდუქტების დატვირთული ტრაილერით სწორედ თავისი მთავარი ოპონენტის ანგელოზის დღეს, რითაც საკუთარი გაკოტრებული პოლიტიკური გავლენის ნარჩენები – ციხის საკანზე გაცვალა და ისევ იმავე საკრალურ ფოცხს დააბიჯა. მორიგი საიუბილეო (5 წელი) თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა თბილისის მერიას მიმართეს, პარლამენტის შენობასთან „მასშტაბური” მხარდამჭერი აქციის გამართვის თხოვნით, თუმცა, დედაქალაქის მერიამ მათ ოფიციალური უარით უპასუხა. ეს აკრძალვა არა ადმინისტრაციულ რესურსად, არამედ ოპოზიციის დეგრადაციის 14-წლიანი ისტორიის ლოგიკურ ეპილოგად გამოიყურება.

მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს. რიგითი მოქალაქეც კი, 1 ოქტომბერს აღიქვამს არა „დემოკრატიისთვის ბრძოლად”, არამედ უაზროდ გაწელილ იაფფასიან სერიალად ცნობილი ფინალით, სადაც მთავარი გმირები თანაგრძნობას კი არა, ირონიულ ღიმილს იწვევენ. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მიტინგების მიმართ სიხისტის გამოჩენა და აკრძალვა, ალბათ, ზედმეტი დაზღვევაა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავზე იმდროინდელ ხელისუფლებას სრულიად მშვიდად შეეძლება ამ აქციის ნებართვის გაცემა, ვინაიდან რადიკალების შიში მათ არც დღეს აქვთ და არც პერსპექტივაში ექნებათ თუ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები იმ დროისთვის საერთოდ იარსებებენ, როგორც პოლიტიკური სახეობა. მეტიც, მათი გაქრობის პირობებშიც კი, ხელისუფლებას შეუძლია თვითონვე აღნიშნოს სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავი, გამოჰყოს ამისთვის სცენაც და მიკროფონები…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.