პოლიტიკა

გია აბაშიძე: 14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 14 წლის განმავლობაში, იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები, რთული პერიოდები და მიუხედავად ამისა ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, აღნიშნული პროცესები იმ ფონზე მიმდინარეობდა, როცა მსოფლიოში ომებმა, გლობალურმა დაპირისპირებამ და ძალთა გადანაწილებამ ვითარება შეცვალა, საქართველოში კი ამას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება და გარედან წაქეზებული დესტრუქცია დაემატა.

მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ მთავარი სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველო არ გახდეს სხვისი დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყნის ინტერესები გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ თამაშებს არ შეეწიროს.

„14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა — რაც ქვეყნის გაერთიანებისა და აღორძინების საწინდარია.
ეს ყველაფერი იმ ფონზე მოხდა, როცა ომებმა, გლობალურმა დაპირისპირებამ და ძალთა გადანაწილებამ მსოფლიო შეცვალა, საქართველოში კი ამას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, შინაურთა ღალატი და გარედან წაქეზებული დესტრუქცია დაემატა.
ასეთ გარემოში საქართველო პატარა ხომალდივითაა დიდ ოკეანეში — ქარი, დინებები და ტალღები მუდმივად იცვლება, მაგრამ სახელმწიფოს პრიორიტეტი უცვლელია: შეინარჩუნოს ეროვნული გზა და არ დაუშვას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყანას ომში, დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებრივ დაკნინებაში ჩაითრევს.
14 წლის შემდეგ მთავარი სწორედ ესაა — ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველო არ გახდეს სხვისი ანტიქართული დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყნის ინტერესები არ შეეწიროს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ თამაშებს.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: 14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი – ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული და ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: 1-ელი ოქტომბერი, დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.