პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება ფლიდი პოლიტიკანების ჭაობს, სადაც ევროპული ღირებულებები კონკრეტული ქვეყნების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულებით იცვლება – საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ინტერესებს

საქართველოში წლების მანხილზე ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ თავად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება და საზოგადოებაში სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, იცვლება პოლიტიკური განწყობები, ძლიერდება შიდა წინააღმდეგობები, მწვავდება ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები და სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი თავად ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობაზე, შესაბამისად, ანალიტიკოსი ინტერესდება, თავად ევროკავშირი როგორი იქნება 2030 წელს.

“ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება ფლიდი პოლიტიკანების ჭაობს, სადაც რეალური ევროპული ღირებულებები პოლიტიკური ინტერესებით, ორმაგი სტანდარტებითა და კონკრეტული ქვეყნების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულებით იცვლება.
საქართველოში წლების მანხილზე ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ თავად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება და საზოგადოებაში სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება.
ნიშანდობლივია თვით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2026 წლის კვლევაც, რომელშიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 71% უჭერს მხარს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა არა მხოლოდ ეს რიცხვი, არამედ ის, თუ როგორ იცვლება დამოკიდებულება იმ ევროპული ინსტიტუტების მიმართ, რომელთა მიმართაც საქართველოში წლების განმავლობაში თითქმის უალტერნატივო მოლოდინი არსებობდა.
ევროპა იცვლება. იცვლება პოლიტიკური განწყობები, ძლიერდება შიდა წინააღმდეგობები, მწვავდება ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები და სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი თავად ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობაზე.
აქედან გამომდინარე, სრულიად ლეგიტიმური კითხვა მაქვს: როდესაც საქართველოში 2030 წელსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებიან, როგორი იქნება თვით ევროკავშირი 2030 წელს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პირველ რიგში საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, რეალობის სწორ შეფასებას და არა იმ წარმოდგენებს, რომლებიც ათი ან ოცი წლის წინ არსებობდა,” – წერს მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება ფლიდი პოლიტიკანების ჭაობს, სადაც ევროპული ღირებულებები კონკრეტული ქვეყნების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულებით იცვლება – საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ინტერესებს

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძეზე: ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.