პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ – ყოველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე მომზადებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.

ანჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტის უმრავლესობა, განხილვის შემდეგ „ბრმად, ერთსულოვნად“ მოაწერს ხელს მორიგ ანტი-ქართულ რეზოლუციას.

„ჩვენ ვნახავთ, ამ 20 კაციანი განხილვის შემდეგ როგორც ბრმად ერთსულოვნად მოაწერს ხელს მორიგ ანტი-ქართულ რეზოლუციას ევროპარლამენტის უმრავლესობა. ამიტომ, მინდა უბრალოდ ვკითხო ან მივმართო აქედან.
ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ. ყოველი ასეთი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას.
და ბოლოს, ნუ გგონიათ პროევროპელები ისინი, ვინც თავს გაჩვენებენ ასეთად. ამას გეუბნებით ერთი რიგითი პრო-ევროპელი, რომელიც ფსევდო-პროევროპელებისგან განსხვავებით, ევროპას მხოლოდ ვარდისფერი სათვალეებით არ უყურებს. ცოტა უკეთ და ღრმად შეისწავლეთ საქართველო!“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ – ყოველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება – ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას

პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. როგორც ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.