ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ9 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ12:30
ეკა სეფაშვილი

განცხადება · 159 ნახვა

„გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებაში, საქართველო ასრულებს საკვანძო როლს და ამით წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში“

საერთაშორისო ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას.

როგორც სეფაშვილმა განაცხადა, საქართველო აქტიურადაა ჩართული რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში, რაც ქვეყანას შუა დერეფნის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროექტები ემსახურება როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე მშვიდობიან გარემოში ერების განვითარებას.

„მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. დღევანდელი განხილვის თემა ყველა მონაწილე სახემწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია. გამონაკლისი არც საქართველოა. ბოლო წლებში საქართველო ინტენსიურად ახორციელებს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები კავკასიიის და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნისათვის უზრუნველყოფს ზღვაზე გასასვლელს და წვდომას უზარმაზარ ბაზრებთან.

ნება მომეცით, მოკლედ მიმოვიხილო მიმდინარე დაკავშირებადობის პროექტები. უპირველეს ყოვლისა, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, ეს კაბელი ფიზიკურად აკავშირებს ჩვენს ელექტრონულ სისტემას ევროპის ელექტრონულ სისტემასთან, რუმინეთის გავლით, რაც ქმნის საშუალებას ათვისებული იქნას საქართველოსა და აზერბაიჯანის მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკული რესურსები და მომავალში კი, ცენტრალური აზიის ენერგეტიკული პოტენციალიც. გასაკვირი არ არის რომ ამ პროექტს ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა. კიდევ ერთი პროექტია შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელი, რომელიც ქმნის უმოკლეს ინტერნეტ დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის და რომელიც ამჟამად ხორციელდება. იგი საქართველოს მნიშვნელოვან ციფრულ კარიბჭედ გადააქცევს. მესამე პროექტი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიწოდების ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული რგოლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია. ის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოში ყოველდღიურად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები საპორტო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ერთობლივად და ცალ-ცალკე, ეს პროექტები ემსახურება როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებას, სადაც, საქართველო ასრულებს საკვანძო როლს და ამით წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, მშვიდობიან გარემოში ერების ჯეროვანი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ეკა სეფაშვილი„ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის.“
  2. ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
  3. ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
  4. ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“