განცხადება · 181 ნახვა
„მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის“
“როდესაც, საწვავის გლობალურ ბაზარზე შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად, აშშ დახმარების თხოვნით მიმართავს რუსეთს, საინტერესოა, იმ ადამიანებს რა პასუხი აქვთ, ჯერ კიდევ 2022 წელს რომ გვიკიჟინებდნენ – რუსეთი უკვე დამარცხებულია, ინგრევა და საქართველო ამ დიდი გამარჯვების მიღმა რჩებაო…?!”, – წერს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
მისი თქმით, შეგნებული მტრობა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხელოვნურ ტრენდებს აყოლილებმაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ბოდიში მოიხადონ, რადგან მათი მონაწილეობით და გამოყენებით არაერთხელ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა უდიდესი რისკის ქვეშ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“შეგნებული მტრობა რომ უნდა დაისაჯოს ეს ცხადია, მაგრამ ხელოვნურ ტრენდებს აყოლილმა ლიბერდებილებმაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და მინიმუმ ბოდიში მოიხადონ, რადგან მათი მონაწილეობით და გამოყენებით არაერთხელ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა უდიდესი რისკის ქვეშ!
ომის შემდეგ, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა რომ გაეზარდა ეს ვნახეთ, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც ღვინის წარმოება არ აქვთ, ჩვენზე ბევრად მეტი ღვინო რომ შეჰქონდათ რუსეთში ესეც ვნახეთ… კაია კალასის ოჯახი რუსეთში საქმიანობით რომ მდიდრდებოდა ესეც…
მეტი რა უნდა მოხდეს, რომ თავი დავანებოთ რაღაც კოლექტიურ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს…
მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის…
აბა ჩქარა ამერიკის საელჩოსთან – არა რუსულ დიზეეელს!!!(სავანელის ხმით)”, – წერს შაქარიშვილი.
ვატო შაქარიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ვატო შაქარიშვილი„ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის“
- ვატო შაქარიშვილი„“პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა“
- ვატო შაქარიშვილი„სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია“
- ვატო შაქარიშვილი„გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ“
